StationSTATION
PRICINGBOOK/

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Last updated · აგვისტო 2026

ეს პოლიტიკა განმარტავს, რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ STATION-ის ვებგვერდისა და თბილისში მდებარე ქოვორქინგ სივრცის მომსახურების ფარგლებში, რა მიზნით და რა უფლებები გაქვთ. მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ვინ ამუშავებს თქვენს მონაცემებს (დამმუშავებელი)

შპს „კალა 2008“ (ს/ნ 204551449), იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, ვერცხლის ქ. №1. ბრენდი: STATION. ელფოსტა: info@station.com.ge.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ჯავშნის მონაცემები: სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, არჩეული ადგილი, დღეები და საათები;
  • ანგარიშის მონაცემები: ელფოსტა და პაროლი (ინახება მხოლოდ დაცული ჰეშის სახით);
  • აბონიმენტისა და გადახდის ჩანაწერები: გეგმა, თანხა, სტატუსი, უნიკალური ნომერი — ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ, მათ ამუშავებს გადახდის პროვაიდერი;
  • ვიზიტის აღრიცხვა: მიღებაზე დაფიქსირებული მოსვლისა და წასვლის დრო;
  • მხარდაჭერის ჩატის შეტყობინებები;
  • ტექნიკური მონაცემები, რომელსაც ბრაუზერი აგზავნის (მაგ. მოწყობილობის ტიპი).

მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

  • ჯავშნების, აბონიმენტებისა და ანგარიშების მომსახურება — ხელშეკრულების შესრულება;
  • სივრცის ყოველდღიური მართვა, უსაფრთხოება და მომსახურების გაუმჯობესება — ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი;
  • საგადასახადო და ბუღალტრული ვალდებულებები — კანონისმიერი ვალდებულება;
  • პირდაპირი მარკეტინგი — მხოლოდ თქვენი ცალკე თანხმობით (ამჟამად სარეკლამო შეტყობინებებს არ ვაგზავნით); თანხმობის გახმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

ქუქი-ფაილები (Cookies)

აუცილებელი ქუქი-ფაილები: სესიის ქუქიები ავტორიზაციისთვის (თანამშრომლებისა და კლიენტების შესვლა). ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში ვინახავთ ენის არჩევანს, ჩატის იდენტიფიკატორს, პირველი ვიზიტის წყაროს (რომელმა რეკლამამ მოგიყვანათ) და ქუქი-შეტყობინებაზე თქვენს პასუხს. ჩვენს მხარეს ასევე ვითვლით მოსვლებს წყაროების მიხედვით — რომელი ბმულიდან ან საიტიდან მოვიდნენ და რომელ გვერდზე მოხვდნენ — IP-მისამართისა და თქვენი იდენტიფიცირების გარეშე.

გაზომვის ქუქიები არჩევითია. როცა რეკლამა მიმდინარეობს, ვიყენებთ Google-ის ტეგს (Google Ads და, ჩართვის შემთხვევაში, Google Analytics), რომ ვნახოთ, რომელმა რეკლამამ მოიტანა ჯავშანი. ის თავიდანვე გამორთულია: სანამ ქუქი-შეტყობინებაში „თანახმა ვარ“-ს არ დააჭერთ, Google არანაირ იდენტიფიკატორს არ იღებს და თქვენს მოწყობილობაზე არაფერს ინახავს. „მხოლოდ აუცილებელი“ ტოვებს მას გამორთულს, ხოლო გადაწყვეტილების შეცვლა ბრაუზერში საიტის მონაცემების გასუფთავებით შეგიძლიათ.

ვის გადაეცემა მონაცემები

მონაცემებს არ ვყიდით. ისინი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ: ჰოსტინგის პროვაიდერს (ტექნიკური უზრუნველყოფა), გადახდის პროვაიდერს (ონლაინ გადახდისას), თანამშრომელთა შეტყობინების არხებს (ახალი ჯავშნის შესახებ), Google-ს (რეკლამის შედეგების გაზომვა — მხოლოდ თუ დათანხმდით გაზომვის ქუქიებს) და სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

შენახვის ვადები

მონაცემებს ვინახავთ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ვადით და კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო/ბუღალტრული ვადების განმავლობაში, შემდეგ ვშლით ან ვაანონიმებთ.

თქვენი უფლებები

  • მიიღოთ ინფორმაცია და ასლი თქვენს მონაცემებზე;
  • მოითხოვოთ გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • მოითხოვოთ დამუშავების შეზღუდვა ან განაცხადოთ წინააღმდეგობა (მათ შორის პირდაპირ მარკეტინგზე);
  • გაიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს.

მოგვწერეთ: info@station.com.ge — ან მიმართეთ მიღებას. ასევე გაქვთ უფლება საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.pdps.ge) ან სასამართლოს.

უსაფრთხოება

ვიყენებთ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დასაცავად (დაშიფრული პაროლები, დაცული კავშირი, წვდომის შეზღუდვა).

ვიდეომეთვალყურეობა

სივრცეში მიმდინარეობს ვიდეომეთვალყურეობა. მიზანი: პირთა უსაფრთხოება და ქონების დაცვა. ამის შესახებ შენობაში, თვალსაჩინო ადგილას, განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშანი.

  • კამერები ფარავს სამუშაო და საერთო ზონებს; ისინი არ ფარავს პირად სივრცეებს (მაგ. სველ წერტილებს);
  • ჩანაწერები ინახება შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 30 დღისა) და შემდეგ იშლება — გარდა კონკრეტული ინციდენტის გამოკვლევის საჭიროებისა;
  • ჩანაწერებზე წვდომა აქვს მხოლოდ უფლებამოსილ პირებს; ისინი გადაეცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგ. სამართალდამცავ ორგანოებს);
  • გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ არსებულ ჩანაწერებზე: info@station.com.ge.

ცვლილებები

პოლიტიკის განახლების შემთხვევაში მოქმედი ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა. არსებითი ცვლილების შესახებ დამატებით გაცნობებთ.